суббота, 27 марта 2010 г.


გუგლი (Google) — ამერიკული კორპორაციის Google Inc,მისი ვებ-გვერდის და საძიებო სისტემის სახელი. ის დაარსდა 1996 წელში ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ. დღეს გუგლი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემა მთელ მსოფლიოში.გუგლის თავდაპირველი ვერსია ინგლისურ ენოვანი იყო. დღეს სისტემა ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე.

google - დღეს ყველაზე მოხერხებული და ფართოდ გავცელებული საძიებო სისტემაა საქართველოში. შენ შეგიძლია თითქმის ნებისმიერი ინფორმაციის და სურათის მოძიება. მე ყოველთვის ვიყენებ მას და ყველას ვურჩევ ხშირად გახდეს google-ის მომხმარებელი.

суббота, 13 марта 2010 г.




საინფორმაციო სააგანტო ინფორმაციის მოპოვების ყველაზე სწრაფ საშუალებას წარმოადგენს. ერთ–ერთი საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსია http://www.ipn.ge/
თუ გინდათ, რომ გაიგო უახლესი ინფორმაცია ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ინტერპრესნიუსი ამის საშუალებას გაძლევთ.

ყველაზე მოხერხებული, ხშირად განახლებადი, თუმცა არც თუ ისე კარგად დაწერილი ტექსტები, მაგრამ კარგი საილუსტრაციო მასალა. მოკლედ, თუ გაინტერესებს უახლესი ინფორმაცია შეგიძლია მიმართო სააგენტო "interpressnews".

пятница, 12 марта 2010 г.


ინტერნეტ ბრაუზერი (ასევე ვებ ბრაუზერი ან უბრალოდ ბრაუზერი) წარმოადგენს პროგრამას, ტექნიკურად „HTTP კლიენტს“, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს „HTML დოკუმენტების“ ინფორმაციის ჩვენებას, ვებ-სერვერიდან ან ფაილური სისტემიდან. დღეისთვის მრავალი ინტერნეტ-ბრაუზერი არსებობს.

Mozilla Firefox ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერია, რომელსაც Mozilla Foundation მართავს. Firefox მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით შეცვალოს ან გააფართოვოს ბრაუზერის შესაძლებლობები. მომხმარებელს ასევე შეუძლია დააყენოს დამატებითი თემები, რომელიც ბრაუზერს გარე სახეს უცვლის და გაფართოებები, რომელიც ზრდის მის შესაძლებლობებს.

среда, 10 марта 2010 г.

საძიებო სისტემები და კატალოგები მსოფლიო ინტერნეტ-სივრცის განუყოფელი ნაწილია და ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული მოთხოვნითაც სარგებლობს. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში დამოუკიდებელი საძიებო სისტემა არ არსებობს, ამგვარ ვებ-გვერდებს, როგორც წესი, კატალოგები და სხვადასხვა სახის ინფორმაციები და სერვისები ახლავს თან.

ყველაზე რეიტინგული www.internet.ge-ა. www.internet.ge მთლიანად ადგილობრივი რესურსებით შექმნილ ე.წ. ”საძიებო რობოტს” იყენებს. ერთ-ერთი პირველი ქართული საძიებო სისტემა-კატალოგი www.qartuli.com 1999 წელს შეიქმნა. მისი საძიებო სისტემა google-ის პარტნიორ პროგრამას წარმოადგენს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საიტის დახმარებით სასურველი ინფორმაცია ინტერნეტ-გიგანტის მონაცემთა ბაზაშიც მოძებნოს.

კიდევ ერთი მსხვილი საძიებო სისტემა და კატალოგი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში www.interes.ge-ა. პორტალი 2006 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სახის ინფორმაცია როგორც ქართულ, ისე გლობალურ ინტერნეტ-სივრცეში მოიძიონ.

пятница, 5 февраля 2010 г.



დღევანდელ მსოფლიოში ტექნოლოგიური მიღწევები ადამიანებს აღარ აკვირვებს. ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ კომპიუტერული პროგრამებიც, რომლებიც ყველანაირ შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს.
დღეს არსებობს ლიცენზირებული და არალიცენზირებული ოპერაციული სისტემები, მათი განსხვავება კი ხარისხშია.
WINDOWS; LINUX; UNIX; DOS; MACINTOSH; - ეს ძირითადი ოპერაციული სისტემებია, რომლებიც ფართოდ გამოიყენება, თუმცა განსხვავება მაინც არსებობს.
WINDOWS ის სისტემაა, რომელიც შედარებით ფართო მასებისთვის არის გათვლილი და მისი მომხმარებელიც უფრო ბევრია მსოფლიოში. ეს განპირობებულია კომპანიის კარგი მარკეტინგული გათვლებით, ვინაიდან ეს პროგრამა ყველა ადამიანისთვის მოხერხებული და ადვილად გამოსაყენებელი აღმოჩნდა.